ბოევიკებმა ლუგანსკში სამხედრო ნაწილი ჩაიგდეს ხელში. ინფორმაციას ამის შესახeb უკრაინის ნაციონალური გვარდია ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ბრძოლა უკრაინელ სამხედროებსა და ტერორისტებს შორის ათ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
ნაციონალური გვარდიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოევიკები ბრძოლისას ცეცხლს მძიმე იარაღიდან: ავტომატებიდან, ტყვიამფრქვევებიდან, ნაღმმტყორცნებიდან ხსნიდნენ. მუშაობდნენ სნაიპერები.
"უკრაინელი სამხედროები თავს იცავდნენ მანამ, ვიდრე მათ ტყვიაწამალი არ გაუთავდათ. დაჭრილია სამი მებრძოლი. თავდამსხმელთა შორის ექვსი მოკლულია და ოცზე მეტი დაჭრილი",_ ნათქვამია ნაციონალური გვარდიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები