დონეცკის ოლქში ქალაქ კრასნი ლიმანის სიახლოვეს, სადაც ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა მიმდინარეობს უკრაინელ სამხედროებსა ბოევიკებს შორის სასტიკი შეტაკება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის მხრიდან ამოქმედებულია თვითმფრინავები და ვერტმფრენები.
ბოევიკებმა ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. მედიის ინფორმაციით ეკიპაჟი გადარჩა. აღნიშნული ბრძოლის შედეგად დაღუპულია ერთი უკრაინელი სამხედრო, 20 ზე მეტი დაჭრილია. ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება.