უკრაინის პარლამენტმა დეპუტატ ოლეგ ცარიოვის დაპატიმრებას დაუჭირა მხარი. ოლეგ ცარიოვის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის უფლებას იძლევა.
გადაწყვეტილებას მხარი 235 პარლამენტარმა დაუჭირა.
ოლეგ ცარიოვი - მოძრაობა „სამხრეთ-აღმოსავლეთ"-ის ლიდერია, რომლის მომხრეები აქტიურად მოქმედებენ ხარკოვის ოლქში. ცარიოვის სეპარატისტული მოძრაობის მიზანი „ისტორიული სამხრეთ-აღმოსავლეთ ავტონომიის აღდგენაა".
ცნობისათვის: ცარიოვზე უკრაინის პროკურატურის მიერ უკვე აღძრულია სამი სისხლის სამართლის საქმე იმის გამო, რომ ის დონეცკის მიტინგზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ცვლილების მხარდამჭერ განცხადებებსა და მოწოდებებს აკეთებდა.