ხვალ, 4 ივნისიდან გამოიდარებს თუმცა არამდგრადი ამინდი მომდევნო ათი დღის განმავლობაში მაინც შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა დღის ბოლომდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით.
,,არამდგრადი ამინდის ძირითადი მასა დღის ბოლოს მთავრდება. Aამიტომ დღის განმავლობაში ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ხვალიდან კი შედარებით გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს Dდა ჰაერი 28-33 გრადუსამდე გათბება. თუმცა მომდევნო ათი დღის განმავლობაში მაინც შენარჩუნდება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დოდო გვაზავამ.
მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში მდინარეებზე წყალმოვარდნები მოსალოდნელი არ არის, თუმცა წყლიანობა შენარჩუნდება.