შემოსავლების სამსახურში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
მემორანდუმი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებს ითვალისწინებს. კერძოდ, დეტალურად არეგულირებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ორ უწყებას შორის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა-მიწოდების პროცედურებს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ვლადიმერ გურგენიძემ.