აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ორდღიანი ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა. ობამამ თავისი ვიზიტი პოლონელ და ამერიკელ მფრინავებთან შეხვედრით დაიწყო. ამის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი, პროგრამის მიხედვით, პოლონეთის პრეზიდენტს კომოროვსკისა და პრემიერ ტუსკს შეხვდება.
ამას გარდა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მონაწილეობას არ მიიღებს ყირიმელი თათრების ლიდერის მუსტაფა ჯემილევის „სოლიდარობის ჯილდოთი" დაჯილდოების ცერემონიალში, რომელიც ასევე პოლონეთში იმყოფება. ამ ღონისძიებაზე აშშ-ს წარმომადგენელი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები