სლავიანსკში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ინფორმაციით, ტერორისტები სლავიანსკთან უკრაინელ სამხედროებს დაესხნენ თავს და ერთი ჯავშანმანქანა ააფეთქეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად არის მსხვერპლი. მოკლულია ერთი უკრაინელი სამხედრო და დაჭრილია 13.
უკრაინული მედიის მიერ გავრცლელებული ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლის შედეგად ტერორისტების შეტევა უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს. „ბოევიკთა" მხრიდან მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა მიმდინარეობს.