კომპანია Apple-მა ახალი პლატფორმა iOS 8 გაუშვა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ ახალი პლატფორმა წინამორბედისაგან რადიკალურად განსხვავებულია, რადგანაც მას რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად ამ ცვლილებებისა დიზაინის ცვლილება რადიკალური არ არის. ერთ-ერთი დამატებითი ფუქცია რაც iOS 8-ს iOS 7-სგან განსხვავებით აქვს არის სწრაფი აკრეფის ფუნქცია QuickType. ასევე სიახლე იქნება ისიც, რომ iMessages საშუალებით შესაძლებელი იქნება ფოტოების, ვიდეო რგოლების გაგზავნა და ასევე ხმის ჩაწერა და შემდგომ გაგზავნა.