1990-91 წლებში უზენაესი საბჭოს დეპუტატები მედეა თუშმალიშვილი და ვიქტორ დომუხოვსკი ახალ პოლიტიკურ გაერთიანება "ქარტია 2010"-ს აფუძნებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებლებმა აცნობეს, პარტია ძირითადად დასავლეთში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტდება. პარტიის შემადგენლობაში შევლენ: მედეა თუშმალიშვილი - საფრანგეთი; ვიქტორ დომუხოვსკი - პოლონეთი; დოდონა კიზირია - აშშ; ირაკლი ხიზანიშვილი - აშშ; რევაზ ბოჭორიშვილი - საფრანგეთი; ჩარლზ ჩხოტუა - ესპანეთი; მაია სიმონია - ჰოლანდია; რენო სირაძე - ფინეთი.
ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაარსებისი მიზეზებზე პარტიის წევრები სპეციალურ განცხადებაში საუბრობენ:
"საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე,როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა უკვე აშკარად და დაუფარავად იწყებენ „დიალოგს" კრემლთან და მას დახმარებას სთხოვენ,
რითაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან როგორც ახლო ასევე შორეულ პერსპექტივაში.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, დასავლეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. იმ მიზნით, რომ ჩვენი დახმარება საქართველოს დასავლეთის სამყაროში
ინტეგრაციის პროცესში იყოს უფრო ქმედითი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაარსდეს პოლიტიკური გაერთიანება „ქარტია 2010", - ნათქვამია ახალი პოლიტიკური მოძრაობის განცხადებაში.