100 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი „სედალგინი" შემოიტანა 29 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის", ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გ.გ.-მ. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მედიკამენტები მისი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილებას.
ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს", ტერიტორიაზე. 30 მაისს, თურქეთის მხრიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე კ.მ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა Sildenafil Citrate Tramadol - 4 აბი და Acetaminofhen Codeine - 10 აბი.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.
მასალის გამოყენების პირობები