ბრიტანეთმა შესაძლოა დატოვოს ევროკავშირი, თუ ევროკომისიის ხელმძღვანელი ლუქსემბურგის ექსპრემიერი ჟან-კლოდ იუნკერი გახდება. ამის შესახებ მასალას გერმანული გამოცემა Spiegel-ი აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ შესაბამისი შინაარსის განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ანგელა მერკელთან გააკეთა.
გამოცემის ინფორმაციით, კემერონმა გააფრთხილა მერკელი, რომ იუნკერის დანიშვნამ შესაძლოა, ბრითანეთის მთავრობაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ეს მას აიძულებს, ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებას.
გერმანიის კანცლერი აქტიურად უჭერს მხარს ლუქსემბურგის ყოფილ პრემიერს, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთი და კავშირის რიგი წევრები მიიჩნევენ, რომ ევროკომისიას სათავეში უფრო ენერგიული, რეფორმების მომხრე კანდიდატი უნდა ჩაუდგეს.
ბრიტანეთის ხელისუფლების ჩინოვნიკები სტატიაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღინიშნა, რომ „კამერონი ამ ენით არ საუბრობს".
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების მიხედვით არჩეული დეპუტატებიდან უმრავლესობას წარმოადგენს ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს ევროკომისიის ხელმძღვანელად ჟან-კლოდ იუნკერის არჩევას.