გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში ურთიერთშელაპარაკებისას შვილმა მამა მოკლა. სამართალდამცველებმა მამის მკვლელობაში ბრალდებული, 41 წლის პირი დააკავეს.
მამას მან თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რამაც სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება განზარახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებულისა და მოკლულის ახლობლების განცხადებით, ეჭვმიტანილი ხშირად სვამდა და ოჯახში ხშირად კონფლიქტი იყო.