აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს პეტრე პოროშჩენკოს ინაუგურაციის ცერემონიალამდე სამი დღით ადრე 4 ივნისს ვარშავაში შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების მრჩევლის ბენ როუდზის ინფორმაციით, შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს, იმისათვის რათა ომამამ დაუდასტუროს პოროშენკოს რომ ვაშინგტონი უკრაინელი ხალხის ერთგულია.
ამას გარდა, როუდზი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია ყირიმელი თათრების უფლებების მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტეროიტორიაზე ხორციელდება. ჩინოვმნიკი ასევე აცხადებს, რომ ყირიმელი თათრების ზოგი ლიდერი აშშ-ს პრეზიდენტან ერჱად რიგ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს.
თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ ბარაკ ობამას არ აქვს არავითარი გეგმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედაბავად ამისა, მათ ორივემ უნდა მიიღონ მონაწილეობა საფრანგეთში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში, რომლებოიც მეორე მსოფლიო ომის დროს კონტინენტალურ ევროპაში ანტიჰიტლერული კოალიციის დესანტის გადმოსხმის 70 წლისთავს ეხება.
„რადიო თავისუფლება" აღნიშმავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ადამიანთან რომელიც არჩეულია პრეზიდენტად, მაგრამ უფლება-მოვალებების შესრულება ჯერ არ დაუწყია ძალიან უჩვეულო მოვლენაა.
პოროშჩენკოს ინაუგურაცია 7 ივნისს უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები