ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით სამი წლის ბავშვი მოათავსეს.
ის საავადმყოფოში ვანის რაიონიდან მაღალი სიცხითა და სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ექიმების განცხადებით, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია დროულად მოხდა, რის გამოც დაავადებას გართულება არ მოჰყვება.