დღეს. 31 მაისს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის ტურისტრულ სეზონს საზეიმოდ ხსნის. სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები გაიმართება ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომსა და რაჭაში. (შაორის წყალსაცავი)
ბათუმი, 31 მაისი-1 ივნისი, 12:00 - 23:00 საათი საოცრებათა პარკის მიმდებარე სანაპიროზე მოეწყობა ფრენბურთის მოედანი, მაგიდის ჩოგბურთი, ტანმოვარჯიშეების მოედანი, ქუჩის კალათბურთისა და ხელბურთის სივრცეები. სანაპიროზე გაიშლება შეზლონგები, ზღვაში კი მოეწყობა ბილიკები მოცურავეთათვის და წყალბურთის მოედანი. ზღვისპირა პერიმეტრზე განთავსდება სხვადასხვა საზღვაო აღჭურვილობა: სკუტერები, ნავები, კაიაკი, იახტა. სამაშველო სამსახურის სიმბოლურად ჩაატარებს მცირე სწავლებებს დამსვებელების უსაფრთხოების წესების შესახებ. მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო აქტივობებში. გასართობი სპორტული ღონისძიებები ჩატარდება მუსიკალური გაფორმების თანხლებით, რომელსაც შეასრულებს ცოცხალი ბენდი. დღის მანძილზე თამაშის მონაწილეებს მუსიკით გაამხნევებს ასევე მოწვეული დიჯეი, რომელიც დამსწრეთათვის სადღესასწაულო განწყობას შექმნის, შესრულდება კუბური მუსიკალური ნომრებიც. მოედანზე მოწყობილ ფოტო სტენდებთან შესაძლებელი იქნება გადაღება ცოცხალ მიმებთან, ბოდიარტით სარგებლობა - სხაულისა და სახის მოხატვა. საოცრებათა პარკში ჩატარდება ისეთი საინტერესო ღონისძიებებიც, როგორებიცაა ველორბოლა, საზაფხულო კაბებისა და საცურაო კოსტუმების ჩვენება პოდიუმზე, ბარმენების შოუ, წყლის თხილამურებისა და პარაპლანების შოუ. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მოხდება სტუმრების მოზიდვა საღამოს კონცერტზე დასასწრებად. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულ კონკურსანტებს სხვა მრავალი სიურპრიზიც ელოდებათ. საღამოს 21 საათზე გაიმართება უფასო კონცერტი დათო ხუჯაძისა და გუფი ლენდის მონაწილეობით. 23 საათზე ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა შადრევანთან ფეიერვერკით დასრულდება.
ქუთაისი, 31 მაისი, 13:00 საათი ტურიზმის ეროვნული ადმინსიტრაცია გიწვევთ სამეფო უბნის პარკში. ტერიტორია სპეციალურად ამ დღისთვის შესაბამისი დეკორაციით და მუსიკით გაფორმდება. გაიმართება გასართობი წარმოდგენები, მოეწყობა კულტურული ღონისძიები, გაიმართება ყვავილების ფესტივალი, ასევე ფოლკლორული მუსიკისა და ჯაზის კონცერტი. ბორჯომი,
31 მაისი, 16:00-20:00 საათი ბორჯომის პარკში კოსტიუმირებული წარმოდგენა გაიმართება. მოეწყობა მუსიკალური პერფორმანსები და თეატრალიზებული შოუ. მოეწყობა „ბოდი-არტის" ორი კუთხე. 16:00 -20:00 საათი გამოიფინება ძველი საარქივო სურათები. მოეწყობა ფოტო-სტენდები. ბაღში განთავსდება კამერული ორკესტრი, რომელიც მთელი ღონისძიების განმავლობაში, ინტერვალებით შეასრულებს კლასიკური მუსიკის კომპოზიციებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი სალონური სიტუაცია - ტერიტორიაზე ივლიან დასასვენებლად ჩამოსული ოფიცრები და მათი ოჯახები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ბანოვანები და გლეხი ბიჭები. 16:00-17:00 საათი ბავშვებისათვის გაიმართება თეატრალური წარმოდგენა მარიონეტებით. 17: 00 - 17 :30 საათი ღონისძიებების დამსწრეებისათვის მოეწყობა მოძრაობის თეატრის წარმოდგენა. 17:30-18:00 საათი პარკის ერთ-ერთ კუთხეში მოეწყობა წარმოდგენა "შეყვარებული გიმნაზისტები" და კოსტიუმირებული მსახიობები (გოგო და ბიჭი) წაიკითხავენ სასიყვარული ლექსებს. 18:00 -18:30 საათი გაიმართება პერფორმანსი კარნავალი, მონაწილეები ივლიან ორჩოფეხებზე და მონოციკლებით, წარმოდგენას აკომპანიმენტს გაუწევს დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფი. 18: 30 - 19:00 საათი გაიმრთება მოძრაობის თეატრის წარმოდგენა. 19:30 - 20:00 საათი საღამო დასრულდება ცეცხლოვანი შოუთი. „2 დღიანი თავგადასავალი რაჭაში" რაჭა, შაორის წყალსაცავი.
31 მაისი - 1 ივნისი-31 მაისი 10:00 - 13:00 საათი - შეჯიბრი ჯომარდში შაორის ტბაზე გაიმართება შეჯიბრი ჯომარდში. მსურველები წინასწარ ადგილზევე გაივლიან რეგისტრაციას. 13:15 -15:00 საათი- ხელნაკეთი ნავების შეჯიბრი მონაწილეები იყოფიან ჯგუფებად მოცემული მასალებით აწყობენ ნავებს და ეჯიბრებიან ერთმანეთს. 15:30 - 18:00 საათი - შეჯიბრი კაიაკინგში შაორის ტბაზე გაიმართება შეჯიბრი კაიაკინგში. მსურველები წინასწარ გაივლიან რეგისტრაციას. 18:30-19:30 საათი - დაჯილდოვების ცერემონია დღის დასასრულს გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია, სადაც გამოვლენილები იქნებიან გამარჯვებულები სხვადასხვა შეჯიბრებებში, მათ გადაეცემათ სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები. ცერემონიას გააფორმებს პარკურის წარმოდგენა და ველო შოუ. 20:00 საათზე -კინოჩვენება ღია ცის ქვეშ საბანაკე სივრცის ტერიტორიაზე გაიმართება კინოჩვენება. ტერიტორიაზე დაინთება კოცონი და ყველა მსურველს ექნება საშუალება საღამო მყუდრო და სასიამოვნო გარემოში გაატაროს.
1 ივნისი 10:00-13:00 საათი - სხვადასხვა აქტივობები დღის პირველი ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა აქტივობებს როგორიცაა სლექლაინი, ზიპლაინი, ფრისბი, ცხენებით სეირნობა, წყლის ლეიბი და სხვ. თითოეულ აქტივობაში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. 13:00 - 15:00 საათი - წყლის თხილამურებზე სრიალი ყველა მსურველს საშუალება ექნება გამოსცადოს საკუთარი თავი წყლის თხილამურებით სრიალში. გაიმართება მასტერკლასები მოყვარელებისათვის. 15:00 - 17:00 საათი - ფრენა პარაპლანით 15:00 საათზე დაიწყება საჩვენებელი ფრენა პარაპლანით. მათ კი ვისაც სურვილი ექნება თავად მიიღოს მონაწილეობა ამ ექსტრემალური სპორტის სახეობაში ინსტრუქტორის მეთვალყურეობითა და დახმარებით შაორის ტბის თავზე შეძლებენ ფრენას. 18:00 საათი - ღონისძიების დახურვა ღონისძიება ოფიციალურად დასრულდება 18 საათზე.