საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 5 ივნისამდე არამდგრადი ამინდი, ხანმოკლე წვიმის ფონზე, შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა მომდევნო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც.
,,საქართველოში, განსაკუთრებით ივნისის დასაწყისში არამდგრადი ამინდი, ხანმოკლე წვიმით, შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ მაისის ბოლო დასავლეთ საქართველოში მთავრდება ჰაერის ტემპერატურის მომატებით, კერძოდ, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება. ხოლო 1-2 ივნისს ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და ჰაერი 27-28 გრადუსამდე შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში რაც შეეხება ჰაერი აქ 31 გრადუსამდე შენარჩუნდება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დოდო გვაზავამ.
მისივე განმარტებით, მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისშიც საღამოს და ღამის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები