დღეს, 30 მაისს, 19:00 საათზე, „ბაია" გალერეაში ზვიად ყიფიანის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო წლებში შექმნილი ნამუშევრები, დაახლოებით 30-მდე ფერწერული ტილო.
ზვიად ყიფიანი დაიბადა 1960 წელს. 1988 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების - ფერწერის ფაკულტეტი და იმავე წელს გახდა ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი. 1989-1997 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". ესევე აქვს გამართული რამოდენიმე ჯგუფური გამოფენა საქართველოში და საზღვრებს გარეთ, ასევე რამოდენიმე პერსონალური გამოფენა საქართველოში. მხატვარს აქვს მიღებული რამოდენიმე ჯილდო სხვადასხვა კონკურსებში როგორც ფერწერის ასევე დიზაინის განხრით.
გამოფენის გახსნაზე შედგება ზვიად ყიფიანის ნამუშევრების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კატალოგის პრეზენტაცია.გამოფენა „ბაია" გალერეაში 3 ივნისამდე გასტანს.