"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ რეზო თაბუკაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელსაც რეზო თაბუკაშვილიც ეწრებოდა, აღმკვეთი ღონისძიების აღნიშნული ფორმა ბრალდების მხარემ მოითხოვა.
როგორც ცნობილია, ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა 27 ივნისს, აბაშიძის ქ. #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მოხდა.
ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი-უმცროსი. ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.