უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 ივნისს მაიდანზე გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ პეტრე პოროშჩენკოს პრესსამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა.
პოროშჩენოკს 54,7 % აქვს, ხოლო ტიმოშჩენკოს 12,81 %. ეს კი უკრაინული მედიის ინფორმაციით იმას ნიშნავს, რომ პეტრე პოროშჩენკომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.