საბერძნეთის სასამართლომ კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია გაათავისუფლა, ხოლო საქართველოში ექსტრადირების საკითხი ორ თვეში გადაწყდება. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბაჩო ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განცხადა.
,, გიდასტურებთ, რომ დათა ახალაია საბერძნეთის სასამართლომ გაათავისუფლა. ხოლო ექსტრადიციის საკითხი ორი თვის განმავლობაში გადაწყდება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა.