დღეიდან, 24 მარტიდან, ცესკოს ახალი სამოქმედო პროგრამის გასაცნობად ექსპერტებთან შეხვედრები დაიწყება. ცენტრალური საარჩენო კომისია მზად არის ექსპერტებისგან რეკომენდაციები მოისმინოს. ამის შესახებ ცესკოში 23 მარტს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.
ამასთან, დასრულდა საარჩევნო მოხელის სერთიფიცირება, რომელიც პოლიტიკური პარტიების მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა. ცესკოს პრესსამსახურის განცხადებით, სერთიფიცირებაზე სულ შესული იყო 1650 განაცხადი, აქედან ტესტირება ჩააბარა 587-მა ადამიანმა, ვერ ჩააბარა - 610-მა, ტესტირებაზე არ გამოცხადდა - 434, ხოლო ტესტირებიდან დისკვალიფიცირებულ იქნა - 19 კონკურსანტი.
ასევე აღინიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში 4 სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელთაგანაც ერთი, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესულ საჩივრების განხილვაზე იმუშავებს.