დღეს, 29 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ლიტვის კულტურის მინისტრს შარუნას ბირუთისს შეხვდება.
კულტურის მინისტრის ვიზიტი ორ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება ლიტვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას.
შეხვედრას დაესწრებიან ლიტვის კულტურის მინისტრის მოადგილე რომას ჯაროკი, ლიტვის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო, ევროპასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ჟივილ პლისიურაიტიტე-პლისიუტე და ლიტვის კინო ცენტრის დირექტორი როლანდას კვიეტკაუსკასი. დაგეგმილია საუბარი ქვეყანებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, კონცერტს ანსამბლი „ქართული ხმები" გამართავს. მიწვეულ სტუმრებს ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნების საშუალება ექნებათ.