ხვალ, 30 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ხელნაკეთი თოჯინების საერთაშორისო გამოფენა (საქართველო, უკრაინა, რუსეთი).
გამოფენას 6 ივნისიდან შეემატება უკრაინელ და რუს მეთოჯინეთა ნამუშევრები - სულ 150-მდე ექსპონატი : ცვილი, ფაიფური, თიხა, რბილი, ეთნოგრაფიული, გონჯა, მარიონეტები და ორიგინალური ჟანრი.
საქართველოში უძველესი დროიდან სხვადასხვა სახის თოჯინა ამა თუ იმ წეს-ჩვეულებებისა და რიტუალის შესრულებისას გამოიყენებოდა.
ქართველი ბავშვის საყვარელ თოჯინას „დედოფალა" ეწოდებოდა.
31 მაისს ქართველი მეთოჯინეები ჩაატარებენ მასტერკლასს.
გამოფენა გაგრძელდება 13 ივნისამდე.