აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს პეტრე პოროშენკოს სავარაუდოდ 3 ივნისს, ვარშავაში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული "კომერსანტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბარაქ ობამას ევროპული ტურნე 2 ივნისს დაიწყება, რომლის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთს, ბელგიასა და საფრანგეთს ეწვევა.
უკრაინული მედიის ცნობით, ბარაქ ობამა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პეტრე პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართა.