რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სამივე ქვეყნის პარლამენტებმა ამ შეთანხმების რატიფიკაცია 2014 წლის ბოლომდე უნდა განახორციელონ და 2015 წლის 1 იანვრიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ფუნქციონირებას დაიწყებს.