„ტექნო ბუმის" ყველა მაღაზიაში დღეს 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მომხმარებლებისთვის საჩუქრების საღამო მოეწყობა და ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ხოლო 18:00 საათზე სათაო ოფისში პირველი გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. ფოთელ ვახტანგ გურწკაიას - ავტომობილი Mercedes Benz-ის გასაღები, ხოლო ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრებ დალი ბოლქვაძეს თბილისში, ახალაშენებულ კომპლექს „დიღომი პალასში" ოროთახიანი ბინის გასაღები გადაეცემათ. „ტექნო ბუმი" სპეციალურად იღბლიანი მომხმარებლებისთვის სათაო ოფისში მიღებას მოაწყობს და მოგებულებს საჩუქრებს საზეიმო ვითარებაში გადასცემს.
გარდა ამისა, მხოლოდ დღეს, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე „ტექნო ბუმი" მომხმარებლებისთვის საჩუქრების საღამოს მოაწყობს და ყველა მყიდველი ნებისმიერი დასახელების ტექნიკაზე შესაბამის დამატებით საჩუქარს და გათამაშების ბილეთს მიიღებს , თითოეულ მათგანს მიეცემა შანსი, შემდეგი გათამაშებისას, რომელიც 7 ივნისს ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში 21:45 საათზე გაიმართება, მოგებული დალი ბოლქვაძისა და ვახტანგ გურწკაიას ბედი გაიზიარონ და მათ მსგავსად ბინისა და ავტომობილის მფლობელები გახდნენ. ამისთვის კი, მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ შანსი, ისარგებლონ „საჩუქრების საათებით" და „ტექნო ბუმისგან" საჩუქრად მიიღონ ტექნიკა, ხოლო ყოველ შეძენილ ნივთზე გათამაშების ერთი ბილეთი.
„ტექნო ბუმი" მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, რომ იჩქარონ და ჩაერთონ მასშტაბურ გათამაშებაში, გაიზიარონ გრანდიოზული გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულების სიხარული და თვითონაც მიიღონ დამატებითი საჩუქარი და მოგების კიდევ უფრო მეტი შანსი, რადგან გათამაშების მეორე ეტაპში ჩასართავად მხოლოდ ორი დღე დარჩა.
„გაიზიარეთ ვახტანგ გურწკაიასა და დალი ბოლქვაძის სიხარული და შეიძინეთ ტექნიკა „ტექნო ბუმში", რადგან შემდეგ გათამაშებაში, შესაძლოა, მათ ადგილზე თქვენ აღმოჩნდეთ. აღმოაჩინეთ გადასაფხეკი საფარის ქვეშ „მოიგე შანსი" და ჩაერთეთ გათამაშებაში. რაც უფრო ადრე შეიძენთ ტექნიკას, მით უფრო მეტჯერ მიიღებთ გათამაშებაში მონაწილეობას. მაგ: მაისში შეძენის შემთხვევაში 9- ჯერ, შემდეგ თვეს მოგების 8 შანსი დაგრჩებათ, შემდეგ კი - 7 და ა. შ. თამაშდება ოროთახიანი ბინა თბილისში „დიღომი პალასში", ავტომობილი Mercedes Benz-ი, iPhone 5S , Sony-ის LED ტელევიზორი, პლანშეტური კომპიუტერი და ფინალურ გათამაშებაში- სუპერ პრიზი - ნახევარი მილიონი ლარი, - აცხადებენ „ტექნო ბუმში" .
კომპანია „ტექნო ბუმის" გრანდიოზულ გათამაშებაში ჩართვა თბილისის გარდა, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში, ჭიათურაში, რუსთავსა და ფოთშიცაა შესაძლებელი.