თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ 40 წლამდე კაცს თავს დაესხნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩაში მოულოდნელად მანქანა გაჩერდა, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა და 40 წლამდე კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილობრივების განმარტებით, თავდამსხმელებს იარაღი არ ჰქონიათ, თუმცა სპეციალური ბასრი საგნით გაუსწორდნენ დაზარალებულს.
,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს გამოძიება.