დღეს, 24 მარტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრემა მათიას იორშმა და კასტრიოტ ისლამმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრები შეხვდნენ სახალხო დამცველს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს.
მათიას იორში და კასტრიოტ ისლამი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
მათიას იორში და კასტრიოტ ისლამი საქართველოს 22 მარტს ეწვივნენ.