დღეს, 29 მაისს ხარაგაულში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ,,ნაცმოძრაობის" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა იქნება.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც დაესწრებიან.
"სამართლიანმა არჩევნებმა", კომისიას გუშინ უკვე გადაუგზავნა წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ კონკრეტულ კანონდარღვევებზე ინფორმაცია.