თბილისში, გვიან ღამით, 19 წლის ახალგაზრდა დანით დაჭრეს. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, მას ღრმა ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
დაზარალებულმა, საირმის ქუჩაზე, ტაქსით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მისვლა შეძლო, საიდანაც ის უკვე სასწრაფო დახმარებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაზარალებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.