დღეს, 29 მაისს, 11:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.
წიგნის ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებით: საჯარო ლექციებით, წიგნის პრეზენტაციებით, ლიტერატორებთან შეხვედრებით და სხვ.
ფესტივალს სამი სპეციალური სტუმარი ჰყავს: მსოფლიოში აღიარებული, ნორვეგიელი მწერალი, ერლენდ ლუ, რომელსაც ქართველი მკითხველი წიგნით "ნაივური.სუპერი" იცნობს. ფესტივალის მეორე სტუმარი, კანადელი პოეტი, პატრიკ ვუდქოქია, რომლის ლექსებიც შოთა იათაშვილმა თარმგნა. წიგნის ფესტივალის ფარგლებში მკითხველები ორივე ავტორს შეხვდებიან. ხოლო მესამე სტუმარი გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილია, რომლის პირველი რომანის "ჟუჟას" პრეზენტაცია სწორედ წიგნის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
წიგნის ფესტივალი ტრადიციულად ტარდება საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.