დავით ახალაიას ექსტრადირების შესახებ საბერძნეთის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, შესაძლოა, გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე გამოიტანოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ქალაქ პატრასში პროცესი ხვალ არის ჩანიშნული. მანამდე კი საბერძნეთში უკვე დაიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი მინაშვილი, რომელიც საბერძნეთში იმყოფება. "მოამბესთან" სატელეფონო ინტერვიუში ის აცხადებს, რომ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ყოფილი ხელისუფლების წევრების პოლიტიკურ დევნას ეხება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი საკაკი მინაშვილი საქართველოს მთავრობას, კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს საბერძნეთის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, პატრასში იმყოფებოდნენ საქართველოს ელჩი და კონსული საბერძნეთში, რომლებიც მოსამართლესთან შეხვედრას ცდილობდნენ.
ამ ბრალდებას საგარეო უწყება ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
მასალის გამოყენების პირობები