არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" დაინტერესდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლობის და წინა ხელისუფლების წერიოდში ლობისტურ კომპანიებში დახარკული თანხებით. ორგანიზაციამ რამოდენემე თვიანი მუშაობის შემდეგ გამოავლინა სქემა, რომლის მიხედვითაც მოქმედებდა და დღემდე მოქმედებს ნაციონალური მოძრაობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ბატონი ლუის ნავაროს დახმარებით.
საერთაშორისო და ადგილობრივ მედია წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვეთა რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც საეჭვოდ იქნა მიჩნეული და ორგანიზაციამ სიღრმისეული კვლევა განახორციელა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჭულუხაძის განცხადებით „სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მხარდამჭერად იკვეთება მეთიუ ბრაიზა. საერთაშორისო მედიის არაერთი წყარო იუწყება ყოფილი პრეზიდენტის და ბრაიზას განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. ყოფილი პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებისთანავე მეთიუ ბრაიზას შეფასებებმაც არ დააყოვნა, რომ საქართველოს MAP-ს არ მისცემენ და აშშ პროკურატურის ამ ნაბიჯით უკიდურესად შეშფოთებულია. მეთიუ ბრაიზას ერთ-ერთი ბოლო სკანდალური განცხადება უკავშირდება ცნობილ კადრებს, რომელიც Youtube-ზე გავრცელდა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა. ბრაიზას შეფასებით, ეს იყო ტერორისტული ოპერაცია და მსგავსი რამ დასაშვებია. ბატონი ბრაიზა, თავისი გაცხადებებით, ყოველთვის ცდილობდა ყოფილი პრეზიდენტის გადარჩენას და უპირობო მხარდაჭერას ნებისმიერ შემთხვევაში.
აქვე გვინდა აღნიშნოთ, რომ 2009 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი, მეთიუ ბრაიზა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, მეთიუ ბრაიზას საქართველოსთვის რთულ პერიოდში მხარდაჭერა დაუფასა, რომელთა შორის ერთერთი 2004 წელს აჭარის პრობლემის გადაჭრა იყო".
ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ხელშეკრულებას აფორმებს ლობისტურ კომპანია Kreab-თან, რომლის დირეტორია კარლ ბილდტი. კარლ ბილდტის და მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე არაერთი უცხოური მედია საშულება წერს. ბილდტი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩამოშორდა კოამანია Kreab-ს, თუმცა ხელშეკრულება ისევ დარჩა აღნიშნული კომპნიასთან.
„ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. შვედეთის ელჩმა ჰანს-გუნარ ადენმა შვედეთის ხელისუფლებას აცნობა, რომ არსებობდა ეჭვები არჩევნების გაყალბების თაობაზე. თუმცა ამავდროულად, ბილდტი წერდა: „არჩევნების შედეგები არანაირად არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ" და „ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი იმისთვის, რომ მივულოცოთ საქართველოს კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება, არჩევნებისა, რომელიც გარკვეული ხარვეზების მიუხედავად აჩვენებს დემოკრატიის და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას". ბილდტის ამ განცხადების შემდეგ შვედეთის მაშინდელი ელჩი, ჰანს-გუნარ ადენი გაწვეულ იქნა საქართველოდან. გარკვეული დროით საელჩოს საქმიანობის შეჩერების შემდეგ დაინიშნა ქალბატონი დიანა იანსე, კარლ ბილდტის პირატი ასისტენტი და უახლოესი მეგობარი.
ბილდტი 2012 წლის არჩევნებამდეც ჩამოდის საქართველოში და კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, რომ „ქვეყანა მიჩვეულია დემოკრატიულ არჩევნებს და საპროტესტო აქციების საფუძველი არ არსებობს". აქვე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ბატონი ბილდტი ამ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილის მამულში ყურძნის დაწურვაში იღებს მონაწილეობას" - აცხადებს გიორგი ჭულუხაძე.
„ამ ყველაფერის პარალელურად მუშაობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლობა საქართველოში (NDI), რომელიც ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - Sida-ს მიერ. ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, ჯერ ვაშინგტობის და შემდგომ თბილისის ოფისში 2009-2011 წლებში მუშაობდა დღეს უკვე პარლამენტის უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა. საგულისხმოა, რომ თინათინ ბოკუჩავას ქართულ ოფისში მუშაობის დაწყება და NDI-ს წარმომადგენლობის ახლანდელი ხელმძღვანელის, ლუის ნავაროს დანიშვნა ერთსა და იმავე წელს მოხდა.
თავის მხრივ NDI-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ბატონი ლუის ნავაროს ხელმძღვანელობით ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რომელის საველე სამუშაოებს უკვეთავს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს - CRRC-ს. CRRC წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელი 2007 წლამდე იყო ნაციონალური მოძრაობის ახლანდელი წევრი, ლევან თარხნიშვილი. ბატონი ლევან თარხნიშვილი 2007 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტის მიერ იქნა არჩეული ცესკოს თავმჯდომარედ.
ანუ, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, ლევან თარხნიშვილი ინაცვლებს ცესკოში, CRRC აგრძელებს ბატონი ნავარო საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებას და 2008 წელს ხდება აღიარება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კარლ ბილდტის, მეთიუ ბრაიზას და ლუის ნავაროს დახმარებით" - განაცხადა ჭულუხაძემ.
არაერთი ექსპერტი და მკვლევარი აყენებს ეჭვქვეშ ბატონი ნავაროს კვლევებს. განსაკუთრებული აცდენა აღნიშნული კვლევის შედეგებში, არჩევნების შედეგებთან, 2012 წლის წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, როდესაც ახლანდენ მმართველ პარტია 12%-იანი რეიტინგი დაუფიქსირდა. დღემდე არ საჯაროვდება კვლევის მეთოდოლოგია, კითხვარი და სხვა დეტალები, რომლითაც CRRC ატარებს გამოკითხვას NDI-ს დაკვეთით.
გიორგი ჭულუხაძის განმარტებით „ბოლო პერიოდში საზოგადოებაში თავად ნავაროს და NDI-ს წარმომადგენლობის სანდოობაზე არაერთი შეკითხვა გაჩნდა, თუ რამდენად ენდობა თავად მოსახლეობა ამ ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებს. სწორედ ამის დასადგენად, NDI-ს მიერ 8 მაისს გასაჯაროვებული კვლევის შედეგების შემდეგ, 9-11 მაისის პერიოდში ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა სატელეფონო კვლევა თბილისის მასტაბით და გამოიკითხა 707 რესპოდენტი. შედეგებმა აჩვენა, რომ ნავაროს კვლევებს თბილისის მოსახლეობის 58,2% უნდობლობას უცხადებს, ხოლო 24% საერთოდ უცნობია კვლევის შედეგები. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 17,8%-ა რომელიც ენდობა ამ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. თუ გავიხსენებთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველთა 21,7%-მა დაუჭირა მხარი, გასაგებია თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ბატონი ნავარო და იყენებს NDI-ს წარმომადგენლობას".
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ბატონი ლუის ნავარო ახდენს NDI-ს სახელის და რეპუტაციის დისკრედიტაციას და ხელს უშლის ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მივმართავთ ხელისუფლებას გაატაროს ქმედითი ღონისძიებები რათა დაიცვას ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.