მშვიდობისათვის საერთაშორისო ბიზნესფორუმის მონაწილე 10 ქვეყნის, აგრეთვე კიევის, ოდესის და უკრაინის 12 რეგიონისა და 14 ქალაქის დელეგატთა გადაწყვეტილებით და ერთსულოვანი მხარდაჭერით, EUROWOMAN-2014 _ მა მსოფლიო ქალის წოდება მიანიჭა და საპატიო დიპლომი გადასცა ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტს, წარმატებულ ქალთა საერთაშორისო კლუბის წევრს , პროფესორ ნესტან კირთაძეს _ როგორც ჰუმანისტს და მშვიდობის ელჩს, როგორც მეცნიერს , პოლიტიკოსს და დილომატს, როგორც უკრაინა - საქართველოს შორის ურთიერთობების დაახლოებისა და თანამშრომლობისათვის მოღვაწე ქართველ პოლიტიკოსს და როგორც საერთაშორისო სამშვიდობო პროგრამებისა და პროექტების ავტორს . ,, ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის, საოცრად მოულოდნელი . ვტიროდი, ცრემლები დაუსრულებლად მომდიოდა, ვერაფერს ვხედავდი , მესმოდა მხოლოდ დარბაზის აპლოდისმენტები და თბილი შეძახილები... ცხადია, ეს დიდი ემოციაა და მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო წარმატებულ ქალთა საერთაშორისო კლუბის პრეზიდენტს ოლგა აზაროვას, საერთაშორისო ფორუმის ნომინაციების კომიტეტის თავმჯდომარეს, პროფესორ ლიდია გოლუბენკოს, საერთაშორისო ბიზნესფორუმის დელეგატებს, EOROWOMAN _2014-ს ამ დიდი პატივისა და პასუხისმგებლობისათვის. ეს ყველაზე მაღალი წოდებაა, რაც კი მიმიღია, ეს ყველაზე მაღალი წოდებაა, რაც შეიძლება მიიღოს პოლიტიკოსმა ქალმა _აღნიშნა ნესტან კირთაძემ GHN-თან საუბრისას. საერთაშორისო ფორუმის მუშაობის შეფასებისას კი ნესტან კირთაძემ განაცხად, რომ ეს იყო დიდი და გაბედული ფორუმი, როდესაც უკრაინისათვის უაღრესად კრიტიკულ დროს და მაღალი რისკის პირობებში საერთაშორისო ქალთა ფორუმის_ EOROWOMAN _2014-ის ხელმძღვანელებმა, ორგანიზატრებმა, პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა უთხრეს მთელს მსოფლიოს რომ ვერანაირი ომი და ძალადობა ვერ შეაჩერებს მშვიდობას, თავისუფლებას, აღმშენებლობას და მომავალს. EOROWOMAN _2014- მა მიიღო რეზოლუცია და მიმართვა მსოფლიოს ლიდერებისადმი. EOROWOMAN _2015 საქართველოში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები