ავიაკომპანია Wizz Air-მა დონეცკი-ქუთაისის რეისზე ბილეთების რეალიზაცია შეაჩერა, რაც თავის მხრივ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
„ჩვენ არ გვსურს მგზავრების უსაფრთხოება გავრისკოთ. აღნიშნულ მარშუტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ"- განმარტა Wizz Air უკრაინას კომერციულმა დირექტორმა ვადიმ ტრეტიაკმა. აღსანიშნავია, რომ დონეცკი-ქუთაისის რეისი Wizz Air-სათვის დონეცკიდან ერთადერთი რეისი იყო. პრინციპში აღნიშნული რეისი დონეცკისთვისაც ერთადერთი იყო, რადგანაც ამ დროისათვის დონეცკის აეროპორტიდან სხვა ავიაკომპანიები აღარ დაფრინავდნენ.