თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი ენიჭება. ამ თემაზე დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.
ალექსი მაჭავარიანის შემოქმედება ქართული ეროვნული მუსიკის საგანძურია. ცნობილი ხელოვანი რვა წლის განმავლობაში გახლდათ საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, წლების მანძილზე კი იყო სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი და გამგეობის წევრი. ალექსი მაჭავარიანმა შემოქმედებითი გზა გაუკვალა მრავალ ახალგაზრდა კომპოზიტორს. სწორედ მისი ინიციატივით გადაწყდა თბილილისის ფილარმონიის დარბაზის აშენება. ცნობილი კომპოზიტორი დაჯილდოებული იყო სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით, იტალიის ხელოვნების გალერეის, "ბრაიდენზის" ოქროს მედლით "ოტელოს" მუსიკისათვის (1974 წ.), პიკასოს სახელობის პრემიით "ვეფხისტყაოსნის" დადგმისათვის (აშშ, 1988 წ.). მის სავიოლონო კონცერს უკრავდნენ ისეთი სახელგანთქმული შემსრულებლები როგორიც არიან დავიდ ოისტრახი, მიხაილ ვაიმანი, ისააკ სტერნი, იეჰუდ მენუჰონი და სხვა
მასალის გამოყენების პირობები