ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ნოდარ ლადარიას ცემის ფაქტზე ბრალდებულები, რეზი ამაშუკელი და გია მგელაძე პოლიციის სამმართველოს ვაკის განყოფილებიდან, ხელწერილის საფუძველზე გაათვისუფლეს.
ამაშუკელისა და მგელაძისთვის, ბრალი პროკურატურას არ წაუყენებია.
ჭიაბერაშვილისა და ლადარიას ცემის ფაქტზე, რომელიც გუშინ შუადღისას, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე "ლიტერატურულ კაფეში" მოხდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ჯანრმთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით, დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები