28 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ეწყობა პრესკონფერენცია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისათვის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორისა და სამუსიკო კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლის ალექსი მაჭავარიანის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ალექსი მაჭავარიანის შემოქმედება ქართული ეროვნული მუსიკის საგანძურია. ცნობილი ხელოვანი 8 წლის მანძილზე გახლდათ საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თამვჯდომარე, წლების მანძილზე კი იყო სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი და გამგეობის წევრი.
ალექსი მაჭავარიანმა შემოქმედებითი გზა გაუკვალა მრავალ ახალგაზრდა კომპოზიტორს. სწორედ მისი ინიციატივით გადაწყდა თბილილისის ფილარმონიის დარბაზის აშენება.
ცნობილი კომპოზიტორი დაჯილდოვებული იყო სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით, იტალიის ხელოვნების გალერეის, "ბრაიდენზის" ოქროს მედლით "ოტელოს" მუსიკისათვის (1974 წ.), პიკასოს სახელობის პრემიით "ვეფხისტყაოსნის" დადგმისათვის (აშშ, 1988 წ.).
მის სავიოლონო კონცერს უკრავდნენ ისეთი სახელგანთქმული შემსრულებლები როგორიც არიან დავიდ ოისტრახი, მიხაილ ვაიმანი, ისააკ სტერნი, იეჰუდ მენუჰონი და სხვ.
მასალის გამოყენების პირობები