ხვალ, 28 მაისს, 11:00 საათზე „ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანია „ვენდი"ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით მდებარე რესტორანში „სანტე ჯი-ემ-თიპროდუქტებთან" გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას და მედიას ამცნობს, რომ ამიერიდან „ფროსტის" ნაყინი „ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელში ქართული ნატურალური რძით მომზადდება. ამას გარდა, „ფროსტის" ნაყინების მრავალფეროვან არჩევანს ხვალიდან ახალი უგემრიელესი „მარწყვის პარფე" შეემატება, რომელიც ცოცხალი მარწყვით, ხრაშუნა ორცხობილათი და ვანილის ჰაეროვანი „ფროსტით" მზადდება.
„ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის" ორი ყველაზე დიდი რესტორანი მსოფლიოში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით მდებარეობს. „ვისოლ ჯგუფი" მომავალი 10 წლის მანძილზე „ვენდის"25რესტორანს გახსნის საქართველოსა და აზერბაიჯანში. „ვენდი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.
მასალის გამოყენების პირობები