უკრაინის შს სამინისტრო ადასტურებს, რომ ლუგანსკის ოლქთან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შეიარაღებული ხალხით სავსე რამდენიმე ავტომობილი უკრაინის ტერიტორიაზე შემოიჭრა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ სერგეი იაროვოიმ გააკეთა.
„იყო საზღვრის დარღვევა. რამდენიმე ავტომობილის განადგურება მოხერხდა, რამდენიმემ კი შეძლო ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეღწევა",_ განაცხადა იაროვოიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, წუხელ სეპარატისტებს რუსეთის ტერიტორიიდან დამხმარე ძალა მიუვიდათ.