უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ნაციონალური გვარდიის ხუთი მებრძოლი დაღუპა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ სერგეი ჩებოტარმა ბრიფინგზე გააკეთა.
„ნაციონალური გვარდიის წევრებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები, იმიტომ, რომ ჩვენს წინააღმდეგ კარგად მომზადებული მეომრები ომობენ, რომლებსაც სპეციალური მომზადება აქვს გავლილი და მათ შეიარაღებაზე აქვთ ისეთი იარაღი და ნაღმტყორცნები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის არმიას აქვს შეიარაღებაზე", - განაცხადა ჩებოტარმა.