,,ნაცმოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვაკის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. მანამდე კი ჭიაბრეაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა სადაც ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თავის არეში რამდენიმე ნაკერი დაადეს.
შეგახსენებთ, რომ ჭიაბერაშვილს დღეს ვაკეში, აბაშიძის #22-ში, ,,ლიტერატურულ კაფეში", თავს დაესხნენ. თავდამსხმელები, არსებული ინფორმაციით, რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძეა.