ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერი ვლადისლავ სელეზნიოვი აცხადებს, რომ დონეცკელ ტერორისტებს ულტიმატუმი წაუყენეს: ან ისინი იარაღს დაყრიან ან მათ გაანადგურებენ. განცხადება ამის შესახებ სელეზნიოვმა ბრიფინგზე გააკეთა.
„პირველი ულტიმატუმი რომელიც დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ბოევიკებს წავუყენეთ დანებების შესახებ მათ არ მიიღეს. ამიტომაც დაიწყო ოპერაცია ბოევიკების განადგურების შესახებ. ოპერაციაში ჩაერთო ავიაცია და ტერორისტები. შედეგად ტერორისტები გავანადგურეთ ან ისინი გაიფანტნენ.
ახლა კი ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ყველა იმ ობიექტის შესახებ სადაც ბოევიკები იმყოფებიან. ახლა უკვე მათთვის წაყენებულია მეორე ულტიმატუმი. თუ ისინი არ დაგვნებდებიან მათ მიმართ წერტილოვანი დარტყმები იქნება განხორციელებული",_ განაცხადა სელეზნიოვმა.