შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება.
მინისტრმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები პირადად დაათვალიერა. ამ
დროისთვის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის
თანამშრომლები მეწყერის შედეგად დაკარგული 4 პიროვნების საპოვნელად
საძიებო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს
გაწმენდითი სამუშაოები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ
დღემდე ჩატარებული გაწმენდითი და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად
დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი,
საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად - 5, ხოლო ნაშალი მიწის მასიდან
ამოტანილია 2 სატვირთო ავტომანქანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 24 საათიან
რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები