2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განსაზღვრულია 9 080.0 მლნ ლარით. აღნიშნული ოდენობიდან პირველ კვარტალში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1 840.4 მლნ ლარი, რაც გეგმის 20% შეადგენს;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014 წლის I კვარტალში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯები მთლიანი ხარჯების 8,6%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც 2013 წელს ეს მაჩვენებლი იყო 10,9%, ხოლო 2012 წელს - 12,4%; 2013 წლის მთავარი პრობლემა წლის პირველ სამ კვარტალში ხარჯების დაბალი მაჩვენებელი იყო, რამაც საბოლოოდ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დანაკლისი და ბოლო კვარტალში ლარის კურსზე ზეწოლა გამოწვია; 2014 წლის პირველი კვარტლის ხარჯების მონაცემი ადასტურებს, რომ ეს ტენდენცია და საფრთხეები შენარჩუნებული და მეტიც - გაძლიერებულია;