,,ნაცმოძრაობის" წევრის სერგო რატიანის განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა, ვიდრე მთავრობა. როგორც რატიანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღეს მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება აზიანებს ქვეყნის იმიჯს.
,,პრეზიდენტი გაცილებით უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ საქმეს, ვიდრე მთავრობა. უბრალოდ წარმოუდგენელია, როდემდე უნდა ასრულოს პრეზიდენტმა პრემიერის კაპრიზები. ასე მუშაობის გაგრძელება ვნებს საქმესაც და ვნებს საქართველოს იმიჯსაც, რადგან ყველა ხედავს ამ უაზრო დაპირისპირებას, მაშინ როცა წყდება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი", _განაცხადა რატიანმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილება ერთჯერადად გადასცა.