ე.წ. სპირტის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.
გამოძიება დავით კეზერაშვილს ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობის დროს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და სახელმწიფოსთვის 48 მილიონამდე ლარის ზარალის მიყენებას ედავება.