უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი მზადაა საკუთარი ბიზნეს აქტივები დათმოს და გაასხვისოს.
როგორც პეტრე პოროშენკომ განმარტა, მან უკვე მისცა მითითება ბანკირ-კონსულტანტებს, რომ მომავალი კვირიდან მისი აქტივების ახალი მფლობელების ძებნა დაიწყონ.
მისი განმარტებით, ის ამ ნაბიჯით უჩვენებს მაგალითს, რომ არჩეული პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფო საქმეებით იქნება დაკავებული და რომ მისი სამუშაო მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირება იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში პოროშენკომ განაცხადა, რომ ის მზად იყო მისი არჩევის შემთხვევაში Roshen-ი გაესხვისებინა.