დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი კიდევ ოთხი დღით, ანუ კვირის ბოლომდე შეწყდა. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ თბილისში ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით პოზიტიური დინამიკა გამოიკვეთა.
,,გამოკვეთილია პოზიტიური დინამიკა. ჩვენ საბოლოო მონაცემები გვექნება 18:00 საათზე და ამის პროფესიულ შეფასებას გავაკეთებთ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, დინამიკა პოზიტიურია თბილისში, მაგრამ ჯერ არ არის რაიოენბში. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ განათლების სამინისტროს, რომ იგივე შეზღუდვები მე-6 კლასის ჩათვლით კვლავ გაგრძელდეს კიდევ 4 სასწავლო დღე, ანუ მიმდინარე კვირის ბოლომდე. იგივე ეხება საბავშვო ბაღებსაც", - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ბაღებსა და დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი 21 მაისს შეწყდა.