თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს 200 ახალწვეულმა ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო.
200 ახალწვეული საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებს მსახურს.
სამხედროების ფიცი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.
ფიცის მიღების დასასრულების შემდეგ, ანსამბლმა ,,შვიდკაცამ" საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულა.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.